სააკაშვილის ადვოკატმა სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, სასამართლოს მიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად, რასაც განკურნების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გამოიყენებს 284-ე მუხლს ანუ სასჯელისგან [გათავისუფლებას], მაშინ ალტერნატივის სახით ვთავაზობთ, რომ გამოიყენოს სასჯელის მოხდისგან დროებით გათავისუფლება – 283-ე მუხლი”, – ამბობს „TV პირველთან” შალვა ხაჭაპურიძე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, 283-ე მუხლი ითვალისწინებს – განაჩენის აღსრულების გადავადებას;

284-ე მუხლი კი – ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება;


დღეს დილით ცენტრმა „ემპათიამ” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა.