სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოწერები „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს. სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შეგროვებულია, დაახლოებით, 200 ათასამდე ხელმოწერა.

„საოცარი კამპანია გამოვიდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, ვხედავდით, რა ხდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან იდგა რიგები – ჩვენ ეს ერთად შევძელით, ასე უპრეცედენტოდ, სულ რამდენიმე დღეში შეგროვდა 200 ათასამდე ხელმოწერა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია ხელმოწერებით წალენჯიხიდან დაიძრნენ და ხელმოწერები 17:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან მიიტანეს. ადგილზე შეკრებილები სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.