სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, N18 დაწესებულება „წითელ ზონად“ არ გამოცხადებულა - ციხის მთავარი ექიმი

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური დაწესებულება აქვეყნებს N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის, მანანა ელეფტეროვას კომენტარს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ელეფტეროვა მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიტუაციის დრამატიზებისგან.

„მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა საჭირო მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან – თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ N18 დაწესებულება გამოცხადებულია „წითელ ზონად“ – არის სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე როგორც ექიმი ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი.