სააკაშვილის წერილი: მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში

პუბლიკა

პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე, სადაც შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

„ჩემო უძვირფასესო, თავისუფალო, თანამოქალაქენო! ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდექით ის ხალხი, ვისაც თავის დროზე ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები, ან საერთოდ, ნაკლებად ინტერესდება ამით. ჩემი დაბრუნებით პრაქტიკულად გადავდე ჩვენი ქვეყნისთვის თავი.

ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევანზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად ძალადობისგან თავისუფლებაზე. აქვე, მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობა არ მამოძრავებს, თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი ცოდნა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ საქართველოს კოალიციურ ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები, უკრაინის ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს.

ეს არის და ეს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში. უფრო თავისუფალი და უფრო მობილიზებულები, ვიდრე ჩვენ ვიყავით”, – წერს სააკაშვილი წერილში.