სააკაშვილმა პროკურორები გორის ჰოსპიტლის ცუგას შეადარა

პუბლიკა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე იხილება. საქმე მის მიერ საზღვრის კვეთას ეხება. სხდომას ესწრება სააკაშვილიც და იგი სიტყვით გამოდის.

მას მოსამართლემ და პროკურორმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა.

„არავის ვგულისხმობ, მაგრამ რატომღაც გამახსენდა. გორის ჰოსპიტალთან იყო რამდენიმე უპატრონო ძაღლი, რამდენი ჩემგან დეპუტატი ან ადვოკატი გავიდოდა და აკეთებდა განცხადებებს, ერთი ძაღლი იყო, ძაან საყვარელი ცუგა, ყოველთვის შედიოდა კადრში და  იწყებდა ყეფას. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია.

მე რომ გადავძახე ხალხს და მივულოცე ახალი წელი მაშინაც იქ იყო და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში. არავინ მინდა მიიღოს თავის თავზე, თუ ვინაა ის ცუგა, რადგან ის სიმპატიური ცუგა იყო და არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლებიც”. – თქვა საპასუხოდ სააკაშვილმა.