„ერთადერთი არ მჯერა იმის, ეს ადამიანები, რომლებიც, სხვათა შორის, დღეს არ მოვიდნენ მიღებაზე, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შერიგების წინაპირობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ადამიანები რომლებიც სააკაშვილს დღემდე უწოდებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ამ კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს და ეს ყველაფერს ცხადყოფს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტთან მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ უნდა შეფასდეს წარსული და ამის შეფასება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ფორმატში.
„წინაპირობებზეც იყო დღეს საუბარი და მთავრი წინაპირობა არის სამართლიანობა. თუ არ იქნება სამართლიანობა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია ვერ მოხდება ვერანაირი შერიგება. აქ წარსული კი არ არის მთავარი, მომავალია მთავარი, როდესაც არ ფასდება წარსული, ეს მომავალს უქმნის პრობლემას.
შეფასება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ფორმატში და ყველა უნდა იყოს ჩართული, ნებისმიერი სუბიექტი. ჩვენ ხომ საუბარი არა გვაქვს ზეპირ შეფასებებზე, საუბარი გვაქვს კონკრეტულ ფაქტებზე. ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი და ფაქტებს სჭირდება სათანადო ფაქტობრივი შეფასება“, – განაცხადა კობახიძე პრეზიდენტთან მიღების შემდეგ.
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღებას მართავს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.