სომხეთის განათლების მინისტრი, არაიკ არუთინიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს.
„რამდენიმე წუთის წინ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება”. – წერს ის Facebook-ზე.
https://www.facebook.com/arayik.harutyunyan/posts/10158717854558501
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებას 28 სექტემბერს გამოეხმაურა.
„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია. ის ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს. ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, –- განაცხადა სააკაშვილმა.