სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

პუბლიკა

სომხეთის განათლების მინისტრი, არაიკ არუთინიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს.

„რამდენიმე წუთის წინ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება”. – წერს ის Facebook-ზე.

🔴Զրկվեց…👍 Քիչ առաջ ԵՊՀ գիտխորհուրդը միաձայն կողմ քվեարկեց Վրաստանի Հանրապետության նախկին նախագահ Միխեիլ Սաակաշվիլիին ԵՊՀ պատվավոր դոկտորի կոչումից զրկելու որոշմանը:#ՀԱՂԹԵԼՈՒԵՆՔ

Posted by Arayik Harutyunyan on ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებას 28 სექტემბერს გამოეხმაურა.

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია. ის ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს. ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, –- განაცხადა სააკაშვილმა.