საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე მანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
სამონტაჟო სამუშაოები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.
„„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის!” – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.