საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

პუბლიკა

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე მანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

სამონტაჟო სამუშაოები  რესპუბლიკის მოედნიდან  თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.

„„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის!” – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile