საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარტია „გირჩის” ინფორმაციით, ვეტოს დაძლევა გაყალბდა, რადგან დასაძლევად ოცნებას 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა 61 ჰყავდა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი განმარტავს, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო „ევროპული სოციალისტებიდან” და 9 „ხალხის ძალიდან”. შესაბამისად, „ქართული ოცნების” მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად „ოცნების” მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.

დეპუტატი ამბობს, რომ შემთხვევა მან პარლამენტშივე დააფიქსირა და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა. რეგლამენტის თანახმად ხმები ხელახლა უნდა გადათვლილიყო, მაგრამ შალვა პაპუაშვილმა სხდომა გააგრძელა.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.