„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.
გუშინ და დღეს გუნდში კონსულტაციების შედეგად ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კალა კალაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ, იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, – განაცხადა კალაძემ.