დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოდის. ინიციატივის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გაავრცელა.  მისი თქმით, სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივას შემჭიდროებულ ვადებში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.

„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებულნი ვართ, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლ,ა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“. – წერს დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან.

დიმიტრი ხუნდაძე სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად იყო ერთ-ერთი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ პარლამენტთან სამოქალაქო პროტესტი განახლდა. ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, პროპორციული წესით.

LB loan image desktop LB loan image mobile