საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე - კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნის ერთ-ერთი კრიტერიუმი მისი გამოცდილება იყო.

„მე დავინიშნე საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი. 2016 წელს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე საპარლამენტო არჩევნების დროს. შემდეგ არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაშიც მე დავიკავებ ამ პოზიციას.. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები დამთავრდება „ქართული ოცნებისთვის” მორიგი დამაჯერებელი წარმატებით”, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

საარჩევნო შტაბის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. სხდომას დისტანციურად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.