საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი: საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია

პუბლიკა

საქართველოს საბანკო ასოციაცია, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია.

„პუბლიკასთან” საუბარში ალექსანდრე ძნელაძე მიზეზად რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალ დონეს და აქტივების მაღალ ხარისხს ასახელებს.

ალექსანდრე ძნელაძემ კომენტარი საქართველოში მოქმედი ბანკების სახელით გააკეთა მას შემდეგ, რაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი” ბანკისა და „საქართველოს ბანკის” აქციების ფასი 15%-მდე დაეცა.

თავის მხრივ, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ხელისუფლების მიერ რუსული კანონის III მოსმენით მიღების შემდეგ დაეცა.

ძნელაძის თქმით, „კაპიტალიზაციის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის, ევროკავშირის მასშტაბითაც”.

„საქართველოში რეზერვების და ლიკვიდობის მაჩვენებელი მაღალია. ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას. არაერთგზის გვითქვამს ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არ არის და არ ყოფილა მოწყვლადი წინა შემთხვევებშიც, როცა სიტუაცია მკვეთრად იცვლებოდა. იყო ეს პანდემიიდან გამომდინარე რისკები, ომი და სხვა. 2 მიმდინარე ომია და ამასთანაც საკმაოდ მდგრადია. საშუალოვადიან და მოკლევადიან პერიოდში საფრთხე არ არის”. – თქვა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 წლის განმავლობაში ქართული ბანკების აქციების ფასის მკვეთრი ცვლილებები სხვა დროსაც ყოფილა. თუმცა, ეს საქართველოზე არ ასახულა.

„ცალსახად შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ საბანკო სისტემა არ დგას არავითარი რისკის წინაშე, არის სტაბილური და არის ძლიერი და ყველა მოთხოვნა რომელიც არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით, ყველაფერს აკმაყოფილებს და ამ თვალსაზრისით გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”. – თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.