საბავშო ბაღები იწყებენ მუშაობას, თუმცა ეს საკითხი ორშაბათს საბჭოზე განიხილება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ვირუსის გავრცელების ზრდის პარალელურად საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან  დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება უცვლელია, საბავშო ბაღები იწყებენ მუშაობას, თუმცა ეს საკითხი ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება.

„ასეთ გადაწყვეტილებებს, რა უნდა შეჩერდეს, რა უნდა გადავადდეს, იღებს საკოორდინაციო საბჭო, კონსესუსის საფუძველზე და ხანგრძლივის მსჯელობის საფუძველზე. დაანონსებულია, ის რომ საბავშო ბაღები იწყებენ მუშაობას.  მოგეხსენებათ, ამ დროს როცა ინფექციის ზრდაა, ნებისმიერი მობილობა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია. მაგრამ პროცესი ქვეყანაში იმართება. სამედიცინო სექტორი პროცესს მართავს და ეპიდსიტაცია კონტროლირებადია. ვფიქრობ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საბავშო ბაღების გახსნის საკითხი სოციალური საკითხიცაა, რადგან მშობლები მუშაობენ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვთა კვების ნაწილიც.


დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. დაინფიცირების კიდევ 527 შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 313 კოვიდპაციენტი.

StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
მათ შორის გარდაცვლილი – 72;
კარანტინის რეჟიმში – 5574;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.