საბავშვო ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება - მთავრობა

პუბლიკა

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღები სწავლას 1 ოქტომბრიდან განაახლებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა, მობილობის შესამცირებლად, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდგომ 1 ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღს შემოწმება გავლილი აქვს და გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს.