საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

პუბლიკა

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა საფრანგეთი გახდა.

საფრანგეთმა გამარჯვება 228 ქულით მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილზე  ესპანეთი და სომხეთი გავიდნენ.

საქართველო კი  74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წელს ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი წარმოადგენდნენ. მათ სიმღერა Over The Sky შეასრულეს.

ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა.