საბავშვო ლიტერატურის კონკურსის, „ოქროს ბუმბულის", გამარჯვებულები ცნობილია

რეკლამა

დასრულდა საბავშვო ლიტერატურის კონკურსი ოქროს ბუმბული, რომლის ორგანიზატორია ქარჩხაძის გამომცემლობა.

კონკურსი მიმდინარეობდა მიმდინარე წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში. საკონკურსოდ მიიღებოდა  ქართულ  ენაზე დაწერილი, გამოუქვეყნებელი, საბავშვო ნაწარმოებები. პრემია გაიცემოდა 3 ნომინაციაში:

  • საუკეთესო საბავშვო რომანი – 5000 ლარი
  • საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული – 5000 ლარი
  • საუკეთესო ნახატებიანი წიგნი – 5000 ლარი

სულ შემოვიდა 53 ნაწარმოები, მათ შორის:

  • საუკეთესო საბავშვო რომანი – 13 ნაწარმოები
  • საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული – 21 ნაწარმოები
  • საუკეთესო ნახატებიანი წიგნი – 19 ნაწარმოები

ოქროს ბუმბულის გამარჯვებულები 10 დეკემბერს, ტვ ფორმულას დილის ეთერში გამოცხადდა.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნესტან კუპრავა – “იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის”, ნომინაციაში “საუკეთესო საბავშვო რომანი”
  • ლელა ცუცქირიძე – “სამჯერ ხუთი”, ნომინაციაში “საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული”
  • ნომინაცია “საუკეთესო ნახატებიანი წიგნი” გაიყო ორად: თეა თოფურია და ანასტასია სლოვინსკაია – “სახლი მწიფე გარგრის ქუჩაზე”, და ლელა ცუცქირიძე და ელისაბედ ფირცხალავა“მართიკოს ვაშლის ხე”

ჟიურის წევრები იყვნენ: ლეილა ბერიაშვილი, ლია ლიქოკელი, ოთარ ყარალაშვილი, ბაკურ სულაკაური, გია ქარჩხაძე.

ლიტერატურული კონკურსის პარალელურად და საბავშვო ლიტერატურის თემის წინ წამოსაწევად, ჩატარდა ესეების ქვე-კონკურსი, საქართველოს სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის, ესეების ქვეკონკურსის გამარჯვებული თბილისის 64-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი ბექაური გახდა. ესეების კონკურსის კორდინატორი იყო დიანა ანფიმიადი.

ქარჩხაძის გამომცემლობა ულოცავს გამარჯვებულებს, და მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს.

განსაკუთრებული მადლობა პროექტის ხელშემწყობებს: თბილისის მერიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, და პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერს, ტელეკომპანია ფორმულას.