საბერძნეთში ხანძარია.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 5000 მეხანძრეა ჩართული.
ხანძართან ბრძოლას ხელს უშლის მშრალი ჰაერი, მაღალი ტემპერატურა და ქარი.
საბერძნეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ერთ დღეში ათობით ადგილას გაჩნდა.
დღეს,13 აგვისტოს სახანძრო ბრიგადის ოფიცერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კოსტას ცინგასმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ გუშინ, 12 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით 82 ახალი ხანძარი დაფიქსირდა, რასაც მან „განსაკუთრებით მაღალი“ რიცხვი უწოდა.
ვითარება განსაკუთრებით სახიფათოა დასავლეთ პატრასთან ახლოს, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სადაც ორი დიდი ხანძარი მძვინვარებს.
ასევე მასშტაბური ხანძრებია საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პრევეზას რეგიონში, ასევე ზაკინთოსის და ქიოსის კუნძულებზე.