სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე უხვი ნალექის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

პუბლიკა

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს,  მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.

შსს-ს ცნობით, გურიისა და აჭარის რეგიონში ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

მათივე ცნობით, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.