საფრანგეთი და იტალია ირწმუნება, რომ რუსეთის SWIFT-დან ჩახსნას დაეთანხმება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რამდენიმე წუთის წინ twitter-ზე დაწერა, რომ ის ესაუბრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუიჯი დი მაიოს, რომელმაც სოლიდარუბა გამოუცხადა უკრაინას და მისი თქმით, კოლეგამ დაუდასტურა, რომ ის მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნას.

„ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნას“, – განაცხადა კულებამ.

ცოტა ხნის წინ, AFP News Agency გაავრცელა ინფორმაცია საფრანგეთის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით, რომ საფრანგეთი SWIFT ბანკთაშორის სისტემიდან დაბლოკვის მომხრეა. როგორც სააგენტო წერს, ევროპის სხვა ქვეყნებს აქვთ „დათქმები“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, საღამოს კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა უკრაინის ლიდერებს, რომ დაბლოკონ  რუსეთი SWIFT-იდან.

ასევე საგარეო სამინისტროს განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ:

  • „მასიური სანქციები დააწესეთ რუსეთის მისამართით;
  • დაბლოკეთ რუსეთი SWIFT-იდან;
  • რუსეთი იქნას ამოღებული უშიშროების საბჭოდან — გაეროს მუდმივმოქმედი ორგანოდან და ასევე, სხვა საერთაშორისო ფორუმებიდან;
  • დაუჭირეთ მხარი უკრაინას იარაღით, საწვავითა და ფინანსებით;
  • გააძევეთ რუსეთის ელჩები მთელი მსოფლიოს მაშტაბით და შეწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა“. – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

SWIFT – ეს არის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება, რომელიც ბანკებს შორის ფინანსურ ტრანზაქციებს ემსახურება.