საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს - მინისტრი

პუბლიკა

საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ CNN წერს, საფრანგეთი შეიარაღებული ძალების მინისტრზე დაყრდნობით.

დღეს, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა, რომ კიევის მოთხოვნით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„მე ვუთხარი ჩემს [უკრაინელ] კოლეგას, რომ საფრანგეთი დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, გარდა უკვე გაღებული 100 მილიონი ევროს ტექნიკის შემოწირულობისა“, – დაწერა მან Twitter-ზე.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რას მოიცავს სამხედრო დახმარება.