აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - CNN

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ამერიკა დამატებით 800-მილიონიან პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ აშშ აგზავნის დამატებით 800 მილიონი დოლარის იარაღს, საბრძოლო მასალას და უსაფრთხოების სხვა დახმარებას.

„რადგან რუსეთი ემზადება დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის  საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობების მიწოდებას.

ახალი აღჭურვილობა მოიცავს „საარტილერიო სისტემებს და ჯავშანტრანსპორტიორებს. ასევე, დამატებითი შვეულმფრენების გადაცემა“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, ეს დაეხმარება უკრაინას, რომ პუტინმა ვერ შეძლოს უკრაინის დაპყრობა და ომის კონტროლი. მისივე თქმით, ახლა არ არის დასვენების დრო.