საფრანგეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს დაკავების ან დაჯარიმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

პუბლიკა

საფრანგეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

საელჩო ატყობინებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების დროს პოლიცია ხშირად აკავებს აქციის მონაწილეებს და შლის მათ, “განსაკუთრებით განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარედ — თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის”.

„აღნიშნულ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება დაჯარიმდეს სოლიდური ოდენობით (5 000 ლარი თითო ჯარიმაზე — ანუ 1 600 ევროზე მეტი; ჯარიმები შესაძლებელია დაგროვდეს)”. – აფრთხილებს საელჩო საკუთრა მოქალაქეებს.

განცხადების მიხედვით,  “საქართველოში შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუნდაც პიროვნებას გააჩნდეს მოქმედი ბინადრობის ნებართვა.

მოგზაურებს ურჩევენ, წინასწარ გაარკვიონ, რისი საფუძველზე შეიძლება შესვლაზე უარი ეთქვათ.  ” ეს შეიძლება იყოს მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული აქტივობა. საქართველოს ტერიტორიაზე ხელახალი შესვლა შეიძლება დაექვემდებაროს მძიმე ჯარიმების გადახდის მოთხოვნას, თუკი არსებობს ეჭვი, რომ პირი მონაწილეობდა მსგავს დემონსტრაციებში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე მსგავსი განცხადება გაავრცელა საკუთარი მოქალაქეებისთვის პოლონეთის საელჩომაც.