საფრანგეთში მორიგი მასშტაბური აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

საფრანგეთში გამართული მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დააკავეს. შაბათს, გვიან ღამით გამართულ დემონსტრაციებს, რომლებშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ზოგიერთ ადგილას შეტაკებები მოჰყვა.

რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საფრანგეთის შინაგანი საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს აქციებში დაახლოებით 410,000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო პროფკავშირების მონაცემებით, აქციის მონაწილეთა  რაოდენობა 800,000-ს აღწევდა.

BBC-ის ცნობით საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 70,000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, ხოლო რამდენიმე ქალაქში შეზღუდვებიც დაწესდა, რათა ცხოვრების გაძვირებისა და სკოლებში არსებული მძიმე პირობების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები კვლავ ქაოსში არ გადაზრდილიყო.

ბოლო დღეებში ვანდალიზმის, ცეცხლის წაკიდებისა და ძარცვის ბრალდებით ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

აქციები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე მიმდინარეობს, სხვა კანდიდატები პასუხისმგებლობას ემანუელ მაკრონსა და მის მთავრობას აკისრებენ.

გასული უქმეების აქციებში საწვავის ფასების ზრდისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ დაახლოებით 550,000 ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციების მასშტაბი და სიმწვავე სტუდენტების მრავალკვირიანი აქციების შემდეგ გაიზარდა. ამ მოვლენებს 2,500-ზე მეტი დაკავება მოჰყვა.

მსვლელობები თავდაპირველად ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ფრანგული ქალაქები ძალადობამ, ძარცვამ და ნგრევამ მოიცვა. საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის (CCI) ცნობით, პირდაპირი ზიანი მიადგა 2,000-ზე მეტ მაღაზიასა და ბიზნესს, ხოლო ზარალი “ასობით მილიონ ევროდ” შეფასდა.