სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 2024 წლის 13 მაისს, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
უწყების განცხადებით, სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან ღამე გაათენეს. გამთენიისას პოლიციამ 20 მათგანი ძალის გამოყენებით, ძალადობრივად დააკავა.