საგამოძიებო სამსახურმა სამორინე „აჭარის“ ხელმძღვანელების მიმართ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დღეს „კაზინო აჭარაში“ იმყოფებოდნენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

„საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.