საგამოძიებო სამსახურმა შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო უკანონო თვალთვალზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 30 ნოემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ უკანონოდ უსმენენ. როგორც ის ამბობს, მან სამ ადგილას ხმის სათვალთვალო მოწყობილობა იპოვა.

„ეს იქნა ნაპოვნი სავარძელში და ეს ავტომობილში, მესამე აგერ არის დამონტაჟებული [ოფისში], თქვენითაც ხედავთ. ეს არის მაღალი დონის მოსასმენი [მოწყობილობა] და ვიდეოთვალი. ავტომანქანაში, ე.წ. „ბარდაჩოკთან“ იყო ჩამონტაჟებული. მეორე — სავარძლის გვერდით“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.