საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია თქმით – საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22 მაისიდან პრეზიდენტსა და, შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზნით.

„მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად მოიხსნება“, – განმარტავს გახარია. მისი თქმით, შეზღუდვების ის ნაწილი, რომელიც, ეპიდემიოლოგების აზრით, განაპირობების რისკის მართვის იმ მაღალ დონეს, რაც დღეს გვაქვს, უნდა გაგრძელდეს.

ამისთვის მთავრობა პარლამენტს მიმართავს იმგვარი საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის, რომ სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლოს.

პრემიერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას რეკომენდაციები.