საგანგებო მდგომარეობისას შეზღუდვა ეხება ეკლესიებში შეკრებასაც

პუბლიკა

ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კითხვას, ეხება თუ არა შეკრებების შეზღუდვა ეკლესიას.

რამდენიმე წუთის წინ მთავრობამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით. როგორც  პრემიერ-მინისტრმა თქვა, საგანგებო მდგომარრეობის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ იკრძალება 10 კაცზე მეტის შეკრება.

“ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს სხვა შეზღუდვებსაც, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი შეიკრიბა და მათი განჩინებით, ეპიდემიის მიუხედავად, საერთო კოვზით ზიარების წესი არ შეიცვალა. მათ არ უმსჯელიათ ღვთისმსახურების დროებით შეჩერებაზეც.