საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი, რომელმაც დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს,  განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ ჯანჯალიასა და დანიის ელჩს შორის შეხვედრა უკვე დასრულებულია.


საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.