საგარეო სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ცნობილი არ არის.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.