საგარეოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე დადასტურებული ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქე იყო დაღუპული.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, გაზიანთეფის პროვინციაში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას, რომელიც ღამით, 04:17 საათზე დაფიქსირდა, მოჰყვა ნრგევა და მსხვერპლი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულების რიცხვი 1 200-ზე მეტია.