საია ყვარელში გამართულ საპროტესტო აქციაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ყვარელში მიმდინარე აქციაზე მედიას ხელი ეშლება მოვლენების გაშუქებაში და ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს.

„შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. [a]კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონების, ჩამორთმევის/სხვაგვარი ხელშეშლის შესახებ.

კადრებში, ასევე, ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. [b]ამჟამინდელი ინფორმაციით დაკავებულია 10-მდე აქტივისტი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს:

  • ️ხელი არ შეუშალონ მედიას განახორციელოს პროფესიული საქმიანობა;
  • არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

დროულად შეისწავლოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მედია წარმომადგენლების ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე, როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში, ისე, სიგნალის ჩამხშობი აპარატურის შესაძლო დამონტაჟების ფაქტზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

———————

ყვარელში, მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის, სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.

აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესწროლეს „ყვარლის ტბის“ ტერიტორიიდან გამოსულ მიკროავტობუსებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 20-მდე ადამიანი