საიას თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს

პუბლიკა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნონა ქურდოვანიძე აირჩია. დღესვე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ თამარ ონიანი აირჩია.

ნონა 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო საიას დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ.

ნონა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან. სხვადასხვა დროს იკავებდა ადვოკატის, დევნილთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტების კოორდინატორის, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, წამების მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტის კოორდინატორის პოზიციებს.

2020-2022 წლებში საიას ნიკა სიმონიშვილი ხელმძღვანელობდა.