„საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატად პარტია „მოქალქქეების” ლიდერის ლევან იოსელიანის დასახელებას.
„პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში.
მანაც [იოსელიანმა] უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „მოქალაქეები” სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს.