საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% ვაქცინირებულია – ჩხენკელი

პუბლიკა

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% აცრილია, ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. ჩხენკელს დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„ამ ხნის განმავლობაში საჯარო და კერძოს სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად აქტიუარად მიმდინარეობს მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირება.

ახალი რეგულაციით, 2 დოზით ვაქცინირებულები ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR-ტესტს იკეთებენ, არავაქცინირებულები კი – ყოველ 7 დღეში ანტიგენის ტესტს. პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.