საკეისრო კვეთის შემდეგ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

პუბლიკა

საკეისრო კვეთის შემდეგ​ პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დედას კლინიკაში შესვლისას ჰქონდა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულება, ფილტვების 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი და გულსისძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. რატიანის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში შევიდა დაგვიანებით.

„დედის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო კრიტიკული, რადგან დადასტურებული იყო 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობისა, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას კორონავირუსი არ დადასტურებია.