სახალხო დამცველი პენსიონერებისთვის სესხების პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

ფასიანი განთავსება

სახალხო დამცველი მიესალმება პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებული სესხების პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც სახალხო დამცველი ეროვნულ ბანკში გაგზავნილ წინადადებით ითხოვდა. 

2024  წლის 8 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა შეემუშავებინა დადგენილება/მითითება, რომლითაც სსლიბერთი ბანკიბენეფიციარი პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას მოახდენს და შესაძლებელი იქნება კორონავირუსის გავრცელების გამო სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. 

ასევე, სახალხო დამცველმა მოითხოვაგატარდეს ყველა ღონისძიება, რათა  პენსიონერთა ოვერდრაფტის ხელშეკრულებები ავტომატურად გადაანგარიშდეს და 2023 წლიდან მოქმედ ახალ, დაბალპროცენტიან პირობებს მოერგოს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ფინანსურ ორგანიზაციებს გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესაძლებლობისა და სესხით მოსარგებლეების გადახდის გრაფიკის თაობაზე ინფორმირების შესახებ წერილობითი მითითება მიეცათ. რაც შეეხება პროცენტის გადაანგარიშებას, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და 2023 წლიდან დაწესებულ პროცენტს გაუტოლდება. 

სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ უმოკლეს დროში ყველა პენსიონერის სესხის პროცენტი მოვა შესაბამისობაში 2023 წლიდან დადგენილ პროცენტთან.