სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების 80%-ის განულებას სთხოვს

პუბლიკა

განათლების მინისტრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებამ „კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა”.

ობიექტური ღირებულება, ამილახვარისვე თქმით, დავალიანების 20%-ია. 80% თავად უნივერსიტეტებმა უნდა აანაზღაურონ.

ახვლედიანის თქმით, შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა.

2023 წლის 15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებათ და, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა შეეძლებათ.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი მამამ აშშ-ში სასწავლებლად ჩარტერული რეისით გადააფრინა. ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.