„სახლში იციან აქ რომ ხარ?" - კალაძე ბუაძეს

პუბლიკა

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს, კახა კალაძესა და „ლელოს” წევრს, საბა ბუაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ბუაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ მისთვის გამაოგნებელია ის, რომ სიტყვა „კორუმპირებული”, რომელიც არის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, ამ დარბაზში თურმე არ უნდა იყოს ნახსენები.

მას სიტყვა კალაძემ გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქვა ეს შეფასება და შესაბამისად, „არ გაუტარებდა არაფერს”. კალაძემ ბუაძის მისამართით აღნიშნა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ”. 

„ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე”, – მიუგო მას ბუაძემ, – „ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას… თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, – მიმართა ბუაძემ კალაძეს.

„არც სამართალი იცი და არც პოლიტიკის გაგებაში არ ხარ. ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელე. როდესაც საუბრობ, უნდა გქონდეს მტკიცებულებები”, – უთხრა კალაძემ ბუაძეს.

„რამდენ ტყუილსაც იტყვი, იმდენჯერ მოგხვდება ცხვირ-პირში” – აღნიშნა კალაძემ,  შემდეგ კი ამ ფორმულირებით კვლავ მიმართა მას: „რამდენჯერ იტყვი ტყუილს, იმდენჯერ მოჰყვება ამას შესაბამისი რეაგირება და სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში აუცილებლად”. 

აღნიშნულს კი საბა ბუაძის რეპლიკა მოჰყვა: „ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს, თქვენი არავის არ ეშინია, ნურავის ნუ ემუქრებით… თქვენს კორუმპირებულ ცხვირ-პირს მიხედეთ”. 

ბუაძემ აღნიშნა, რომ თუ კალაძეს არ მოსწონს ეს ბრალდებები, დააფუძნონ ანტიკორუფციული კომისია და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„სახლში იციან აქ რომ ხარ?” – მიმართა კალაძემ ბუაძეს.


მოგვიანებით ბუაძე კალაძის ამ რეპლიკას facebook-ზე ასე გამოეხმაურა: