საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს, კახა კალაძესა და „ლელოს” წევრს, საბა ბუაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ბუაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ მისთვის გამაოგნებელია ის, რომ სიტყვა „კორუმპირებული”, რომელიც არის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, ამ დარბაზში თურმე არ უნდა იყოს ნახსენები.
მას სიტყვა კალაძემ გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქვა ეს შეფასება და შესაბამისად, „არ გაუტარებდა არაფერს”. კალაძემ ბუაძის მისამართით აღნიშნა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ”.
„ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე”, – მიუგო მას ბუაძემ, – „ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას… თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, – მიმართა ბუაძემ კალაძეს.
„არც სამართალი იცი და არც პოლიტიკის გაგებაში არ ხარ. ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელე. როდესაც საუბრობ, უნდა გქონდეს მტკიცებულებები”, – უთხრა კალაძემ ბუაძეს.
„რამდენ ტყუილსაც იტყვი, იმდენჯერ მოგხვდება ცხვირ-პირში” – აღნიშნა კალაძემ, შემდეგ კი ამ ფორმულირებით კვლავ მიმართა მას: „რამდენჯერ იტყვი ტყუილს, იმდენჯერ მოჰყვება ამას შესაბამისი რეაგირება და სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში აუცილებლად”.
აღნიშნულს კი საბა ბუაძის რეპლიკა მოჰყვა: „ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს, თქვენი არავის არ ეშინია, ნურავის ნუ ემუქრებით… თქვენს კორუმპირებულ ცხვირ-პირს მიხედეთ”.
ბუაძემ აღნიშნა, რომ თუ კალაძეს არ მოსწონს ეს ბრალდებები, დააფუძნონ ანტიკორუფციული კომისია და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
„სახლში იციან აქ რომ ხარ?” – მიმართა კალაძემ ბუაძეს.
მოგვიანებით ბუაძე კალაძის ამ რეპლიკას facebook-ზე ასე გამოეხმაურა: