საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თერმოსკრინინგის ვალდებულება უქმდება

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება. ასევე უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ ბუფეტის საშუალებით მომსახურების საშუალება.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, 1 მარტიდან გაუქმდება ე.წ. კოვიდსასტუმროებიც.

„1 მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.