საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ - ლომჯარია

პუბლიკა

„მშვიდობიანი აქციები დაარბიეს, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლეს, საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირეს, კაცს თვალი დათხარეს, ხმა რუსულ კანონს მისცეს, რომ საკუთარი პროდასავლური მოქალაქეების რეპრესიები და დევნა დაკანონებულიყო, ევროკავშირთან მისასვლელი გზა საკუთარი ხელებით ჩახერგეს (სანამ მოქალაქეების თავგანწირვამ უკან არ დაახევინათ) და დამნაშავეებს სხვაგან ეძებენ”. – წერს ფეისბუქზე ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„საკუთარ რიგებში ეძებეთ, საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ!” – ამბობს ლომჯარია.


ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს.

პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.