სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრა სურს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს, თუმცა არ აქვს მასთან კომუნიკაციის საშუალება.

„არ მქონია მცდელობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სურვილი დღეს ძალიან მაქვს. მე ვთვლი, რომ საჭიროა სიცხადე ქართულ პოლიტიკაში. უცხოეთიდან არის გზავნილები და აუცილებელია რომ გაიგოს და მოისმინოს, თუ ის არის მთავარი. კითხულობენ სად არის მთავარი წონა გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის და რადგან პასუხი არ აქვთ უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილები [ბიძინა ივანიშვილთან].“ – განაცხადა ზურაბიშვილი „TV პირველთან“ ინტერვიუში.