სალომე ზურაბიშვილი: ქორწილი აღარ ჩატარდება, ეს საზოგადოების გამარჯვებაა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგი გამართა.  როგორც პრეზიდენტმა განცხადებით, შსს მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ოჯახი, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, აქ აღარ იმყოფება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს საზოგადოების გამარჯვებაა და „საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა.“

„მინდა, გითხრათ, რომ ამ დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შსს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას. ამდენად, ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს, ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორიც იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქცირებული პირები იყვნენ შემოსულები საქართველოში.

„რას ნიშნავს, რომ არ იცოდით, ვინ შემოვიდა, თან სანქცირებული, როგორი სანქცირებული ?! გუშინ არ იცოდნენ, რომ სააკაშვილი იყო შემოსული. დღეს არ იციან, რომ შემოსული იყო სანქცირებული რუსები“.