ვიდეო | სალომე ზურაბიშვილმა სალობიე პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვა

პუბლიკა

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა, რომ სოლალაკში ერთ-ერთ სალობიეში სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა სალობიესთან გადაინაცვლა და პრეზიდენტის იქ ყოფნა გააპროტესტა. მათი თქმით, მიუღებელია, როცა პოლიტიკური კრიზისის დროს პრეზიდენტი აქციების ეპიცენტრიდან ახლოს სალობიეში იმყოფება.

„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, პროტესტის პარალელურად სალობიესთან მობილიზებული პოლიციის კორდონის საშუალებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე დატოვა, მისთვის განკუთვნილ ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა

დააკლიკეთ, გადმოდით პუბლიკის ფეისბუქგვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს