სალომე ზურაბიშვილმა „სამი პრეზიდენტის“ შეხვედრაზე კითხვას არ უპასუხა

პუბლიკა

სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა. ჟურნალისტებმა პრეზიდენტს სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჰკითხეს, რას ფიქრობს ის ამ ინიციატივაზე, პრეზიდენტმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და ჟურნალისტების მისამართით იხუმრა – „ახლავე მოგიყვებით ყველაფერს“.

„სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის იდეაზე თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. ის ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება და სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს  გორის ჰოსპიტალში შესთავაზა შეხვედრის გამართვა.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ინკლუზიური პროცესის“ დასაწყებად „სამი პრეზიდენტის შეხვედრა“ „ძალიან ადეკვატური“ იქნება. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტყვის, მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოიყვანენ.