სალოსის ქუჩაზე საცხოვრებელ კორუსში 15 ნოემბერს გარდაცვლილი ქალი იპოვეს - „TV პირველი“

პუბლიკა

სალოსის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში 66 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ტვ პირველთან“ გარდაცვლილის შვილი ყვება, ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა, თუმცა პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

„გარდაიცვალა 15 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე. ძლივს დადიოდა. ყველაფერი უკვე… ის გამოვიდა წყობიდან. იყო 66 წლის. გულის შეტევა დაემართა, სულ პარალიზებული იყო. თვითონ არ ეგონა, ნუ, ვინ ელოდებოდა სიკვდილს. არ შევატყობინე [პოლიციას]. რადგან უსახსრობის გამო ვითმენდი, ნუ შეშინებული ვიყავი“, – თქვა „ტვ პირველთან“ გარდაცვლილის შვილმა.

როგორც ტელევიზიასთან გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, მეზობლებმა  გარდაცვალების შესახებ შემთხვევით გაიგეს.

„ბიჭი [შვილი] შემხვდა კიბეებზე და დედამისი მოვიკითხე, მითხრა, რომ გარდაიცვალა, მაგის მერე მე მივუსამძიმრე და მითხრა, რომ არ გაუსვენებია, სახლში ჰყავს მიცვალებული და რომ 15 ნოემბერს გარდაიცვალა“, – თქვა მან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.